ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი როლანდ ახალაია პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ. ახალაია პროკურატურაში დღეს დაიკითხება.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, როლანდ ახალაიას დაკითხვაზე დაბარება სამეგრელოში პროკურორად მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს მან მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების განუცხადა.
მისივე განმარტებით, კანონმდებობა დეპუტატს, რომელიც დაკითხვაზე მოწმის სახითაა დაბარებული, გამოცხადებას ავადებულებს.
„როლანდ ახალაია დაკითხვაზე ხვალ არის დაბარებული. დეტალებს, თუ რა შეკითხვებს დაუსვამენ მას და რასთან დაკავშირებით დაიკითხება, არ დავაკონკრეტებ. გეტყვით, რომ კანონის ფარგლებში ჩაბარდება მას უწყება და შეუძლია იყოლიოს ადვოკატი. დღევანდელი კანონმდებლობით დეპუტატს ევალება, როცა ის დაბარებულია დაკითხვაზე მოწმის სახით, გამოცხადდეს. მას კანონი ამისგან არ ათავისუფლებს. ახალაიას დაკითხვაზე დაბარება ეხება იმ პერიოდს, როცა ის პროკურორი იყო სამეგრელოში" - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ როლანდ ახალაია კანონს დაიცავს, უწყებაში მივა და პროკურატურის ყველა შეკითხვას უპასუხებს.