გაოგნებული ვარ. რა უნდათ ვერ ვხვდები. მგონი თვითონ მათ მხარდამჭერებშიც არის დაბნეულობა. რაც არ უნდა ქნას, ხაზარაძისგან გმირი არ გამოვა, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტის შეთავაზება ოპოზიციის ლიდერების მიმართ შეწყალების თაობაზე ძალაში რჩება.
„ერთის მხრივ არ აღიარებენ [არჩევნების] ლეგიტიმაციას, შემდეგ გარბიან ცესკო-ში და ნომერი რომ შეინარჩუნონ, განცხადებებს წერენ. არ აღიარებენ პრეზიდენტ ყაველაშვილის შეთავაზებას და ამ დროს ადგილობრივ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. გაოგნებული ვარ. რა უნდათ ვერ ვხვდები. მგონი თვითონ მათ მხარდამჭერებშიც არის დაბნეულობა. რაც არ უნდა ქნას, ხაზარაძისგან გმირი არ გამოვა. არც იმ დანარჩენებისგან გამოვლენ გმირები. ძალით თუ უნდათ, რომ გმირის მანტია მოისხან, რომ ციხეში გამოიკეტონ რამდენიმე თვით, ეს მათი არჩევანი იყო“, - აღნიშნა ზარქუამ.