ელექტროენერგიის ტარიფები 3,5 თეთრით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, კახი კალაძე სოციალურ ქსელ „facebook“-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, სამინისტროსა და კომპანია „ინტერ-რაოს“- შორის დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, კომპანიებთან „თელასი“ და „ენერგო-პრო“ დროებითი მემორანდუმები გაფორმდა.
მემორანდუმები გარდამავალია და ითვალისწინებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე სამთვიან სამომხმარებლო ტარიფების 3.5 თეთრით შემცირებას მომხმარებელთა იმ კატეგორიისთვის, რომლებიც 0 დან 300 კვ. ელექტროენერგიას მოიხმარენ. აღნიშნული კატეგორია მომხმარებელთა 90%-ს მოიცავს.
ამ დრომდე არსებული ტარიფის მიხედვით, კომპანია „თელასის“ აბონენტებისთვის 0-დან 100 კვ-მდე მოხმარების შემთხვევაში 1კვ საათი ენერგიის ღირებულება 13.48 თეთრი იყო - გახდება 9,94 თეთრი. 101 –დან 300 კვ. მდე მოხმარების შემთხვევაში იყო 16.00 თეთრი - გახდება 12,46 თეთრი.
„ენერგო-პრო“ შემთხვევაში 0-დან 100 კვ-მდე იყო 12.98 თეთრი - გახდება 9,44 თეთრი. 101 –დან 300-მდე იყო 16.52 თეთრი - გახდება 12,98.