პარლამენტში „დიდების მემორიალის“ დემონტაჟის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, 2009 წელს მემორიალის აფეთქების შედეგად, სამწუხარო ფაქტი მოხდა.
„სამწუხაროდ, მეორე სხდომაა სხდომას წუთიერი დუმილით ვიწყებთ“, - დასძინა სპიკერმა.
ორშაბათის სხდომაზე, წუთიერი დუმილით ნიუთაუნის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა სულებს მიაგეს პატივი.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პარლამენტის შენობის ქუთაისში აშენების ინიციატივა გააჟღერა, 2009 წლის 19 დეკემბერს ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე „დიდების მემორიალი“ ააფეთქეს, რომლის ადგილასაც ამჟამად უწყების შენობაა განთავსებული. მემორიალის დემონტაჟის დროს დედა და მისი 11 წლის გოგო დაიღუპა.