გურამ მაჭარაშვილი: გიორგი გახარიასთან ერთად გუნდური მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია

გურამ მაჭარაშვილი: გიორგი გახარიასთან ერთად გუნდური მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია

გახარიასთან ერთად გუნდური მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია, - განაცხადა ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, თეონა აქუბარდიას და დიმიტრი ცქიტიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლებმაც გახარიას პარტია დატოვეს.

მისი თქმით, გახარიას ახასიათებს საკუთარი თანაპარტიელების გადაყრა“ და მასთან მუშაობა შეუძლებელია.

ის, რომ გახარია ზოგადად ვერ იტანს გუნდურ მუშაობას დადასტურდა მაშინ, როდესაც ის გადადგა ისეთ მომენტში, როდესაც პრემიერ-მინისტრი კი არ უნდა გადამდგარიყო, პირიქით, მობილიზება უნდა გაეკეთებინა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. იმის შემდგომაც არაერთხელ გამოჩნდა, თავისი წევრები გადააგდო, ზოგი პარტიულ სიაში არ ჩასვა, ზოგი გუნდიდან გარიცხა და .. ასე რომ ეს განცხადებაც მოულოდნელი არ არის. ამ ადამიანთან ერთად გუნდური მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, ეს ჩვენი თავში სახლელი ნამდვილად არ არის. ეს გახარიამ და მისმა გუნდმა იფიქროს“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მოკლევადიანი პროექტები, - ასე უწოდა გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ პარტიიდან წასულ ყოფილ თანაგუნდელებს.

თეონა აქუბარდიამ და დიმიტრი ცქიტიშვილმა გახარია საქართველოსთვის“ ცოტა ხნის წინ დატოვეს.