გორში, აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მოინახულა.
ივანიშვილმა სამხედრო აკადემიის კურსანტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 2008 წელს ქვეყანას ჰყავდა კარგად გაწვრთნილი ჯარი და ოფიცრები, თუმცა არასწორმა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებებმა მძიმე შედეგის წინაშე დაგვაყენა.
ივანიშვილმა ჯარისკაცების ყოველდღიური საცხოვრებელი ოთახები დაათვალიერა.
პრემიერის თქმით, არასწორია შეხედულება - ჯარისკაცი იმისთვისაა, რომ უნდა მოკვდეს. „ჯარისკაცი იმისთვისაა, რომ საკუთარ სამშობლოს ემსახუროს და მისი უსაფრთხოება დაიცვას“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, განათლებისა და თავდაცვის მინისტრებს აქვთ საერთო გეგმა, რომლის მიხედვითაც ახალი ინვესტიციები ჩაიდება აკადემიაში.
„თქვენ ისეთი გამოცდილება გაქვთ უკვე, სხვა ქვეყნის ოფიცრებიც შეგიძლიათ აღზარდოთ“,- მიმართა ჯარისკაცებს ივანიშვილმა.