საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ნიგვზიანსა და წინწყაროში მომხდარ ინციდენტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად მუშაობს.
„ჩვენს მიერ ხდება მოკვლევა ყველა იმ მოვლენის, რომელსაც ადგილი ჰქონდა როგორც ნიგვზიანში, ასევე წინწყაროში. ჩვენ მოვამზადეთ სპეციალური განცხადებები, მოთხოვნები, რომ მომხდარიყო გამოძიება. რა თქმა უნდა, მივადევნებთ თვალს-ყურს, რამდენად ხდება ჩვენი რეკომენდაციებისა და მოთხოვნების შესრულება. ნებისმიერი ასეთი ფაქტი არ დარჩება ყურადღებისა და რეაგირების გარეშე"- აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.