თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი და ექვსი ბრალდებული ე.წ. მატროსოვის ციხეში შიმშილობას აგრძელებენ.
ოქრუაშვილის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი სოლიდარობის მიზნით შიმშილობს და აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
„ბრალდებულები შიმშილობენ პოლიტპატიმართა სიაში შეყვანის მოთხოვნით. ირაკლი ოქრუაშვილის შიმშილობის მიზეზი კი, მათდამი სოლიდარობაა“, - განაცხადა კორძაძემ და აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილსაც გააჩნია მოთხოვნა პოლიტპატიმართა სიაში შეყვანასთან დაკავშირებით, თუმცა ამის მიღწევას შიმშილობის გზით არ აპირებს.