საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურიდან შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას, ყოფილი შს მინისტრის ბაჩო ახალაიასა და გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძის საქმეებზე მასალები გამოითხოვა.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მან პირობა შეასრულა და პირველი საქმე, რომელზე მუშაობაც დაიწყო, თენგიზ გუნავას საქმეა.
როგორც ნანუაშვილმა აღნიშნა, სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურიდან გახმაურებული დაკავებების დეტალურად შესასწავლად მასალები გამოითხოვა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში სიმართლე გაირკვეს.