გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი ტყიბულსა და ჭიათურაში ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, გოგა ხაჩიძის, აკაკი ბობოხიძისა და პავლე კუბლაშვილის პასუხისმგებლობის საკითხს სვამს.
როგორც from.ge-ს ცაგარეიშვილმა განუცხადა, კომიტეტმა ტყიბულში გასვლითი სხდომა გამართა, რაც დაკავშირებული იყო წაბლის ხის უკანონო ჭრასთან და გაირკვა, რომ ამ ჭრებს ახორციელებს შპს „ვუდიმპექსი“ ახორციელებდა.
„თავდაპირველად აღნიშნულმა ფირმამ გარემოს დაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულებაც გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ჭრები უნდა ყოფილიყო სანიტარული ხასიათის, თუმცა რეალურად მიმდინარეობდა უნებართვო გაჩეხვა და „ვუდინპექსმა“ ჯანმრთელი ხეები მოიჭრა. შემოწმებით გამოვლინდა, რომ უნებართვოდ მოჭრილია 329 ძირი სხვადასხვა ტიპისა და დიამეტრის ხეები საერთო მოცულობით 237,5 კუბური მეტრი. ასევე, უკანონო ჭრებით გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 193 904 ლარი“, - აცხადებს კანონმდებელი.
ვინაიდან, წინა ხელისუფლების პირობებში, გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე იყო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე, ხოლო ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი, გია ცაგარეიშვილი მათ პოილიტიკურ პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.