30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით, დღეიდან, საქართველოს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქციები გაიმართება.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესაბამისი მემორანდუმი გააფორმეს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მიხეილ ანდღულაძის განცხადებით, აქცია 19 დეკემბერს სასტუმრო „რადისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 14:00 საათზე გაიმართება.
მისივე თქმით, 19 დეკემბერს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, აქციები გაიმართება რეგიონებში - მარტვილში, ფოთში, ზუგდიდში,ოზურგეთსა და ბათუმში.