პრეზიდენტმა მაღალი დონის ფორუმებზე, რაც არ უნდა ილაყბოს, მისი მატარებელი პოლიტიკურ მოუსვლელში უკვე წავიდა.
ამის შესახებ from.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა, გია ცაგარეიშვილმა განუცხადა.
„ეტყობა თავისი თავი მართლაც ბუდას შეადარა, რომლის ქანდაკება თალიბებმა ააფეთქეს და რომელიც საზარელი შემთხვევა იყო. თუმცა, სააკაშვილს თავი სულ მცირე არსაკიძე ჰგონია, რომლის მოჭრილი მკლავიც სვეტიცხოვლის ტაძარზეა განთავსებული. სააკაშვილის მიერ აშენებული სიმახინჯეები საქართველოშია მიმობნეული. მშენებელი იყო ადოლფ ჰიტლერიც, რომელიც გიგანტურ შენობებს აშენებდა, მაგრამ მან რითი დაამთავრა ყველაფერი კარგად იცით და არ მინდა, რომ სააკაშვილმა იგივე ბედი გაიზიაროს, რადგან მართალია, უვარგისი პრეზიდენტია, მაგრამ ბოლოსდაბოლოს ჩემი ქვეყნის მოქალაქეა. ბიძინა ივანიშვილს დავესესხები და ვიტყვი, რომ ამ კაცს არაფერი არ ესმის“, - დასძინა დეპუტატმა.
პრეზიდენტმა განაცახდა, რომ „მთავრობამ, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამოაცხადა ძალიან მასშტაბური ნგრევის პროგრამის შესახებ. თანამედროვე ეპოქაში პოლიტიკური ნიშნით ნგრევის ერთადერთი მაგალითი არსებობს ავღანეთში თალიბანების მიერ განხორციელებული. მე არა მგონია, რომ 21-ე საუკუნეში საქართველომ თავი უნდა მოიჭრას მთელი მსოფლიოს წინაშე თალიბანიზაციით და ახალი თანამედროვე შენობების ნგრევით“.