საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ექსპო ჯორჯიაში" თანამედროვე ჰოლანდიელი არქიტექტორების ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ეს გამოფენა დაიგეგმა, მაშინ საქართველოში ძალიან ბევრი რამ შენდებოდა.
„შენდებოდა არა მხოლოდ უცხოელების, არამედ ძირითადად ქართველების მიერ" - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან თანამედროვე დიზაინის შენობების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქუთაისის ახალი აეროპორტი ახსენა.
„გუშინ ვიყავი ბოლოს და საოცრებაა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კოპიტნარის ადგილზე ასეთი აეროპორტი შეიძლება აშენებულიყო"- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, როდესაც ასეთ შენობებს აშენებ, ამ ყველაფერს კონკრეტული გამოხატულება აქვს.
„როდესაც მე გავხდი პრეზიდენტი, მაშინ საქართველოში 120 ათასი ტურისტი ჩამოდიოდა, წელს იქნება 4 მილიონზე მეტი, მომავალ წელს უნდა ყოფილიყო 5 მილიონი"- დასძინა პრეზიდენტმა.