საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იანვარში სტრასბურგში გაემგზავრება. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ამ გადმოსახედიდან, ჩვენ მადლიერი ვართ, რომ ჩვენთვის რჩევების მოცემას აგრძელებთ, განსაკუთრებით კი, ამ მნიშვნელოვან მომენტში. ბევრი რადიკალური და დრამატული ცვლილებების მიუხედავად, ჩვენ ევროპული გზიდან და ევროპული სტანდარტებიდან არ უნდა გადავუხვიოთ, რადგან ეს კარგია ჩემი ხალხისთვის და ალბათ, რეგიონისთვისაც. აქ მე იანვარში დავბრუნდები, რათა კიდევ ერთხელ მივმართო ასამბლეას" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.