მერვე მოწვევის პარლამენტმა პირველი საკანონმდებლო პროექტი დაამტკიცა, რომელიც ვიცე-სპიკერის, ზვიად ძიძიგურის მიერ იყო მომზადებული.
კერძოდ, ცვლილება რეგლამენტს ეხება, რომლის საფუძველზეც თვითმმართველობები მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაფინანსების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.
მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულნი აღარ არიან, მაჟორიტარი დეპუტატი სამუშაო ოთახით, სატრანსპორტო და კავშირგამბულობის საშუალებებით უზრუნველყონ.
კანონით, მაჟორიტარ დეპუტატთა ადგილობრივი ბიუროების დაფინანსებას თავად პარლამენტი, საკუთარი ბიუჯეტიდან უზრუნველოფს.