პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში სიცოცხლისთვის საშიში ნივთები არ ჩამოვარდება.
ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე, სპიკერმა დავით უსუფაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც სხდომის მიმდინარეობისას ჭერიდან ხის მცირე დეტალი ჩამოვარდა.
„ეს ვარდნა შენობაში ტემპერატურის ცვლილებამ გამოიწვია. ნუ გეშინიათ, მშვიდობაა. თუმცა, თუ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, რაიმე დაგემართებათ პარლამენტი ხარჯებს გაიღებს“, - დასძინა ხუმრობით სპიკერმა.
პარლამენტში ჭერიდან ხის მცირე დეტალის ჩამოვარდნის პირველი ფაქტი დაფიქსირდა, მაგრამ გასულ თვეს უწყების 360 მლნ ლარიან შენობაში ჭერიდან გამანათებელიც ჩამოვარდა.