ყოფილმა პრემიერმა, ნიკა გილაურმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა. გილაურის განცხადებით, უწყებაში მისი დაკითხვა კი არ მომხდარა, არამედ მას გაესაუბრნენ.
„ეს არ იყო დაკითხვა, არამედ გამესაუბრნენ რიყის ტერიტორიასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ამ თემაზე არაფერი ვიცი“,- განაცხადა გილაურმა.
ყოფილი პრემიერ-მინსიტრი ნიკა გილაური საგამოძიებო სამსახურში თითქმის 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.