ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ძველი თბილისის რაიონის ყოფილი გამგებლის ლაშა ფურცხვანიძის დაკითხვა მიმდინარეობს. ის საგამოძიებო სამსახურში დაახლოებით 16:00 საათზე მივიდა.
სავარაუდოდ, ლაშა ფურცხვანიძეს რიყის გასხვისებასთან დაკავშირებით კითხავენ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა არისი ბოჭოიძემ.
ბოჭოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის არ იყო დაკითხვაზე და მხოლოდ გაესაუბრნენ. თუმცა მან გასაუბრების თემას არ დააკონკრეტა.