ერთი მეოთხედით იმ პირებსაც შეუმცირდებათ სასჯელი, რომელთაც ამინისტია აქამდე არ ეხებოდათ.
როგორც ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, სასჯელის შემსუბუქება ¼-ით იმ მსჯავდებულებისთვისაც მოხდება, ვისაც ამინისტია არ ეხებოდა.
„ამინისტია ძალიან დიდ ნაწილს ეხებდა და მცირეს არა, რაც უსამართლობა იქნებოდა რომ ვინმე გამოგვეტოვებინა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება არის მიღებული“, - განაცხადა ბესელიამ.
აღნიშნულ რეგულაციას ბესელიას კომიტეტთან ერთად მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმაც დაუჭირა. თუმცა, ეს ნორმა იმ პირებს არ შეეხება, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა.