შს სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსის,თენგიზ გუნავას ექსპერტიზის პასუხის შემდეგ, ძალოვანი უწყება მისი საქმის ხელახალ შესწავლას დაიწყებს. ამის შესახებ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ განაცხადა.
„აღნიშნული საქმის გადახედვა და ხელახალი შესწავლა ჩემს ინტერესებშია, რათა შს სამინისტროს რომელიმე თანამშრომელს ჩირქი არ მოეცხოს. ან პირიქით, მისი მხრიდან უკანონობის ჩადენას არ ჰქონდეს ადგილი. საქმეს იუსტიციის სამინისტრო იძიებს და საზოგადოებას საქმის ვითარებას უახლოეს მომავალში გავაცნობთ. იარაღისა და ნარკოტიკების ჩადების პოლიტიკა დასრულდა და მსგავსი ფაქტი აღარასდროს განმეორდება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, თენგიზ გუნავამ განმეორებითი ანალიზის შემდეგ ექსპერტიზის პასუხი მიიღო, რომლის თანახმადაც, მას ბოლო 4 თვის განმავლობაში, ნარკოტიკული ნივთიერება არ მიუღია.