სამხრეთ კორეის სააგენტოების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ კოსმოდრომ სოჰედან რაკეტა გაუშვა, როემლმაც თანამგზვარი კოსმოსში გაიყვანა. თუმცა, იგივე სამხრეთ კორეული სააგენტო „იონჰაპი“ გუშინ ამტკიცებდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ კოსმოდრომ „სოჰეზე“ რაკეტის დემონტაჟი დაიწყო და მას კოსმოსში აღარ გაუშვებდნენ.
სააგენტოს ინფორმაციით, რაკეტის პირველი ნაწილი ყვითელ ზღვაში, მეორე და მესამე კი, ფილიპინებთან ახლოს, წყანარ ოკეანეში ჩამოვარდა.
ჩრდილოეთ კორეამ რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადი 2012 წლის 1 დეკემბერს გააკეთა. რამდენიმე დღეში ჩრდილოეთ კორეასთან ახლოს ამერიკის და იაპონიის ფლოტილიის სამხედრო გემები გამოჩნდნენ.
რამდენიმე დღეში სამხრეთ კორეაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მოქმედმა პრეზიდენტმა ლი მიონ ბეკმა კი, ჩრდილოელი მეზობლის მიერ, კოსმოსში რაკეტის გაშვების შემდეგ, ქვეყნის უშიშროების და თავდაცვის საბჭოსთან დახურული შეხვედრა გამართა.