ნიუ-დელის მახლობლად მდებარე პროვინცია ადარშის კოლეჯის სტუდენტ გოგონებს 16-დან 19 წლამდე, ჯინსის შარვლის, ქვედა ბოლოების და მაისურების ტარება აუკრძალეს. ამიერიდან გოგონებმა ეროვნული ტანისამოსით-სარით უნდა იარონ. ის, ვინც კანონს დაარღვევს, 200$-ის ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.
კოლეჯის ადმინისტრაციის განცხადებით,ამით გოგონები თავიდან აიცილებენ საპირისპირო სქესის მხრიდან სექსუალურ თავდასხმებს.
კოლეჯის გოგონების განცხადებით, ადმინისტრაციის განმარტება სიმართლეს არ შეესაბამება და ეს მათ უფლებებს არღვევს.
უფლებადამცველები აღაშფოთა კოლეჯის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ.
„უკვე ოცდამეერთე საუკუნეა,ჩვენი ქვეყანა ვითარდება და ეს გადაწყვეტილება საშინელებაა. სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ის, რომ კოლეჯმა გოგონებს უკარნახოს, რა უნდა ჩაიცვან“,-აცხადებენ ინდოეთის უფლებადამცველი ორგანიზაციები.