საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით საყვარელიძე მზადაა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ნებისმიერ შეკითხვას საჯაროდ უპასუხოს.
„მოწმის სტატუსით, დაკითხვაზე ვარ, დაბარებული გაუგებარ გამოძიებასთან დაკავშირებით. მე, როგორც ყოფილი პროკურორი პატივს ვცემ ყველა გამოძიებას, თუმცა ეს არ არის ჩვეულებრივი გამოძიება, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა თავის პარტიის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ამიტომ პოლიტიკურ დევნას ვპასუხობ კონკრეტული საჯაროობით. ნებისმიერი ჩემი ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც მერიაში იყო, არის საჯარო და ამ დოკუმენტებზე მათ ჩემზე კარგად იციან. ვაცხადებ, რომ მათ ნებისმერი შეკითხვა გამომიგზავნონ საჯაროდ და ამ შეკითხვებს საჯაროდვე ვუპასუხებ“, - განაცხადა საყვარელიძემ და აღნიშნავს, რომ მას არ სურს ხელი შეუწყოს პოლიტიკური დევნისა და სიბინძურეში მათი გასვრის პროცესში დღევანდელ ხელისუფლებას, ამიტომ ყველა კითხვას საჯაროდ უპასუხებს.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ რიყის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვის ფაქტების შესწავლის საქმესთან დაკავშრებით დავით საყვარელიძე დაკითხვაზე დაიბარა, ის დაკითხვაზე ხვალ, 12:00 საათისთვის, უნდა გამოცხადდეს.