ვანო მერაბიშვილი  რაიონული მუნიციპალიტეტის საკრებულოების წევრ ქალბატონებს შეხვდა

ვანო მერაბიშვილი რაიონული მუნიციპალიტეტის საკრებულოების წევრ ქალბატონებს შეხვდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი სხვადასხვა რაიონული მუნიციპალიტეტის საკრებულოების წევრ ქალბატონებს შეხვდა.

შეხვედრაზე,  ვანო მერაბიშვილმა პარტიის განახლების კონცეფციაზე ისაუბრა და შეკრებილ საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო.

მერაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე პოლიტიკურ პროცესებში.

შეხვედრა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის  (International Republican institute (IRI)) მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში გაიმართა.

აღნიშნული შეხვედრის შესახებ,  ინფორმაცია და ფოტოები, სოციალურ ქსელ „facebook“ -ის  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გვერდმა  გამოაქვეყნა.