მსოფლიოსა და ევროპის ლიდერების და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის მიუხედავად, სირიაში სისხლისმღვრელი ბრძოლები ისევ მიმდინარეობს.
გაეროს უკნანასკნელი მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 42 000-ს აღწევს, ხოლო ქვეყანა 300 000- ზე მეტმა სირიელმა დატოვა და თავი მეზობელ ქვეყნებს შეაფარა.
რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელ YouTube-ზე გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ნათლად ჩანს,როგორი სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქებში დარეთ ეზასა და დეირ აზ-ზორეში. თავისუფალი სირიის არმიის მებრძოლები რამდენიმე კვირიანი ბრძოლის შემდეგ, იპყრობენ სახელმწიფო ობიექტებს. ეს განსაკუთრებით, სირიის ჩრდილოეთს ეხება, სადაც სახელისუფლო რაზმები სიტუაციას ვერ აკონტროლებენ.
ალეპოდან 25 კილომეტრის მანძილზე თავისუფალი სირიის არმიის და ისლამისტური მოძრაობა „ან-ნუსრას“მებრძოლებმა, რომელზეც ვარაუდობენ, რომ“ალ-ქაიდას“ დანაყოფია, შეძლეს ბაშარ ასადის მე-11 არმიის მნიშვნელოვანი ბაზის „შეიხ სულეიმანის“დაპყრობა.
მიუხედავად იმის, რომ სირია ნახევრად დაინგრა და დაღუპლთა და დაზარალებულთა რიცხვი ათობით ათასს აჭარბებს, პრეზიდენტი ბაშარ ასადი გადადგომას არ აპირებს.