შინაგან საქმეთა სამინისტროს ნინოწმინდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდაში მცხოვრებმა ნატალია ბოდოიანმა, ბაღდასარ ჩაპანიანმა და დარეჯან სანოსიანმა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა - ხელნაკეთი პისტოლეტი, 3645 ვაზნა, 5 ხელყუმბარა, 24 მეტრი სიგრძის ასაფეთქებელი პატრუქი, ცეცხლსასროლი შაშხანა და ხელნაკეთი სამხედრო ხიშტ-დანა წარმოადგინეს.
საქმე აღიძრა სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ნინოწმინდის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.