The Guardian–ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ფრანგულ სასამართლოს წერილი გაუგზავნა, სადაც თავისი არაკანონიერი მეუღლის ჟურნალისტ ვალერია ტრიერვეილერის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. გამოცემის აზრით,ეს ფაქტი დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად ჩაითვლება.
L'Expressის ინფორმაციით, ფრანსუა ოლანდის მეგობარი ქალი გამოცემა Point de Vue–ს და La Frondeuse-ს ავტორებს უჩივის და მათგან 80 ათასი ევროს კომპენსაციას ითხოვს. წიგნში მოყვანილია წერილი, რომელიც წიგნის ავტორის აზრით,1990-იან წლებშია დაწერილი ტრიერვეილერის მიერ, ადრერსატი კი ფრანსუა ოლნდია.ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ ოლანდს და ტრიერვეილერს ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდათ ურთიერთობა, როდესაც ოლანდი სეგოლენ რუიალზე გახლდათ დაქორწინებული და ოთხი შვილი ჰყავდა.
ფრანსუა ოლანდი და ვალერია ტრიერვეილერი სასტიკად უარყოფენ ფაქტს და აცხადებენ,რომ ისინი ამ პერიოდში არც იცნობდნენ ერთმანეთს.