ექიმების განცხადებით, ვენესუელის პრეზიდენტს უგო ჩავესს, რომელიც ამჟამად კუბაში ახალი ოპერაციისთვის ემზადება, რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩა.
ეს განცხადება კოლუმბიური რადიოს RCN-ის ეთერში ექიმმა ხოსე რაფაელ მარკინმა გააკეთა.
„პრეზიდენტს მხოლოდ ორი-სამი თვის სიცოცხლე დარჩა, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ფატალურიშედეგით, აპრილში დასრულდებ“,–განაცხადა მარკინმა.
ექიმის განცხადებით, ჩავესის ონკოლოგიური დაავადება პროგრესირებადია,ამჟამად ახალი კერა ხერხემლის არესთან აღმოჩნდა, რაც საშიშროებას წარმოადგენს, რადგან ოპერაცია ხერხემალზე უნდა ჩატარდეს.
58 წლის უგო ჩავესისთვის ეს უკვე მეოთხე ოპერაციაა, რომელსაც ვენესულეის პრეზიდენტი კუბაში იკეთებს.