"ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, მანდატურის უფლება-მოვალეობები ზუსტდება.
ცვლილებების ინიციატორი მთავრობაა და მისი ინიცირება გუშინ მოხდა.
პროექტის თანახმად, ზუსტდება ტერმინი - პირადი გასინჯვა და მასთან დაკავშირებული პროცედურები, ასევე მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი.
ამასთან, ზუსტდება ასევე მანდატურის სამსახურში დანიშვნისათვის დადგენილი მოთხოვნები და მისი უფლება-მოვალეობები.