სოფელ კირვალის მიმდებარე ტერიტორიიდან, 63 წლის მამაკაცი, გივი ჩხიკვაძე სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პირებმა გაიტაცეს.
როგორც სოფლის მაცხოვრებლები აცხადებენ, გამტაცებლები რუსი სამხედროები არიან, რადგან სოფელი კირვალი საქართველოს მხრიდან კონტრორირებადი ბოლო სოფელია და დასახლებულ პუნქტან, რუსული საგუშაგო ახლოსაა.
გატაცებულის ნათესავების თქმით, გივი ჩხიკვაძე იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის სოფელთან ახლოს ფიჩხს აგროვებდა.
მათი ინფორმაციითვე, ჩხიკვაძე ჯერ სოფელ ღრომში, სადაც რუსების საკმაოდ მოზრდილი საგუშაგოა დისლოცირებული, ხოლო შემდგოში ცხინვალში გადაიყვანეს.
ოსურ მხარეს ჩხიკვაძის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა, სავარაუდოდ, გივი ჩხიკვაძეს ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებიან.
სოფელ კირბალის მაცხოვრებლების თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა სოფელ კირბალის უკვე მეოთხე მკვიდრი დააკავეს. 2008 წლის აგვისტოს ომიდან დღემდე კი, დაკავებულ კირბალელთა რაოდენობა 30-ს აჭარბებს.
როგორც გივი ჩხიკვაძის ახლობლები ამბობენ, სამართალდამცავები საქმის კურსში არიან მომხდართან დაკავშირებით, ისინი სოფელში უკვე იმყოფებოდნენ და ოსურ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ამასთან, სამართალდამცველებს ოფიციალური კომენტარი