სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის სოზარ სუბარისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა ოქრუაშვილის ადვოკატს ციხეში მომხდარით „ტრაბახი“.
ამის შესახებ სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის კანცელარიაში იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, ე.წ. მატროსოვის ციხეში ბაჩო ახალაიასა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
„არანაირი შემთხვევა და ინციდენტი არ მომხდარა ციხეში. არ შეიძლება ყველაფერი დიდ თემად ვაქციოთ. უბრალოდ ოქრუაშვილმა თავისი საკნიდან რაღაც დაიყვირა და მეორემ გაიგონა თუ არა, არც ვიცით. ბადრაგი არ ჩარეულა, უბრალოდ მსჯავრდებულს მიანიშნეს, რომ არ უნდა ეყვირა. მე ძალიან მიკვირს, რატომ დასჭირდა ოქრუაშვილის ადვოკატს ამ თემით ტრაბახი" - განაცხადა სუბარმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფსა და ბაჩო ახალაიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.