საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე დაკითხვაზეა დაბარებული.
მთავარი პროკურორის ყოფილ პირველ მოადგილეს კითხვებს ფინანსურ პოლიციაში დაუსვამენ.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე 2004 წლის პერიოდს ეხება, როდესაც საყვარელიძე თბილისის მერიაში მუშაობდა.
სამართალდამცველების კითხვები შესაძლოა, რიყის ტერიტორიის გასხვისებას უკავშირდებოდეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს.