სვანეთში 8 წლის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის ხელახალი ძიება უკვე დაწყებულია. აფრასიძეების ოჯახის წევრები და ახლობლები ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი ბარამიძის ბრალეულობაზე საუბრობენ.
გოჩა და შმაგი აფრასიძეების დედა დოდო აფრასიძე მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაახლოებით, 6 საათის განმავლობაში იკითხებოდა.
როგორც დაკითხვის შემდეგ დოდო აფრასიძემ განაცხადა. მან დეტალურად გაიხსენა, თუ რა მოხდა სპეცოპერაციის დღიდან დღემდე.
„მერაბიშვილი, ბარამიძე და ადეიშვილი - აი, ვინც მე იქ კონკრეტულად დავინახე, ვისი მეთაურობითაც ეს ყველაფერი გაკეთდა. ჩემი მთავარი მოთხოვნაა ხელახალი გამოძიება სწორი სვლით და ბიჭების გათავისუფლება. მე მოვყევი იმ დილიდან დღემდე რა ვითარებაა“, - განაცხადა დოდო აფრასიძემ.
ცნობისთვის, სვანეთში სპეცოპერაცია 2004 წელს ჩატარდა, რომლის დროსაც, ევგენი და ომეხ აფრასიძეები დაიღუპნენ, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი, საპატიმროში იმყოფებიან.
მათ თავისუფლების 20 და 18 წლით აღკვეთა აქვთ მისჯილი.