რუსულ მხარესთან პირველი შეხვედრის შემდეგ, კონკრეტულ შედეგებზე ლაპარაკი შეუძლებელია. ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის კანცელარიაში განუცხადა.
„პირველ შეხვედრაზე კონკრეტულ შედეგებზე საუბარი შეუძლებელია. თავისთავად მისასალმებელია და კარგია, რომ რუსეთ-საქართველოს დიალოგი დაიწყო. ინიციატივები უკვე ორივე მხრიდან არსებობს და პირველი ნაბიჯი და პირველი შეხვედრა სავარაუდოდ, მოიტანს პროცესზე საუბარს და გადაწყდება თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობები" - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
კანცელარიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.