არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების და მხარდაჭერის“ ცენტრის იურისტის, გიორგი ონიანის განცხადებით, ექსპერტიზამ თენგიზ გუნავას ორგანიზმში ნარკოტიკის კვალი ვერ აღმოაჩინა.
„ექსპერტიზის პასუხმა აჩვენა, რომ თენგიზ გუნავას ბოლო 4 თვის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა მიღებული“, - განაცხადა ონიანმა.
ონიანის განცხადებითვე, ამის გარდა უამრავი მტკიცებულებაა, რომელიც გუნავას უდანაშაულობას ამტკიცებს.
„კეთილი უნდა ინებონ და პასუხისგებაში მისცენ ის ადამიანები, ვინც გუნავას ეს ნარკოტიკები ჩაუდო“, - განაცხადა ონიანმა.
ცნობისთვის, თენგიზ გუნავა იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკების შეძენა -შენახვისათვის დააკავეს. ის სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.