რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, იგი მზადაა აღადგინოს „შრომის გმირის“ ჯილდო წოდება,რადგან არ არის აუცილებელი ყველაფერი საბჭოური ამოვშანთოთ.
„ ერთად უნდა მოვიფიქროთ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს,მოსახლეობასაც უნდა დავეკითხოთ, კრიტერიუმები ნათელი და გასაგები უნდა იყოს.ეს ჯილდო არა მარტო გაწეული წლებისთვის, არამედ შედეგისთვის, ქვეყნის აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის უნდა გადავცეთ. ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ“,-განაცხადა პრეზიდენტმა.
სსრკ-ს პეროიდში ეს წოდება მიენიჭებოდათ „პირებს, რომელთაც განსაკუთრებული დამსახურება გააჩნდათ მრეწველობაში, სამეცნიერო მუშაობასა და სახელმწიფო ან საზოგადოებრივ სამსახურში. პირებს, რომელთაც მუშის ან მოსამსახურის თანამდებობაზე არნაკლებ 35 წელი ჰქონდათ ნამსახურები“.