აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ძალების ვერტმფრენმა Ми-8–მა დაშვებისას ავარია განიცადა. დაშავებულია 7 ადამიანი,მათ შორის 3 მძიმე მდგომარეობაში ბაბუშერას აეროპორტში გადაიყვანეს.
აფხაზეთის დეფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ეს ინფორმაცია დაადასტურა.
რუსეთის სამხედრო ძალების განცხადებით, დაშავებულია მხოლოდ 4 ადამიანი, თუმცა რუსული მედია ინფორმაციით, დაშავებულია 7 ადამიანი.
დღეს,10 დეკემბერს რიწის ტბაზე დაჯდომისას ავარია განიცადა რუსეთის შეიარაღებული ძალების სასაზღვრო ვერტმფრენმა. ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა, დაღუპულების შესახებ, ინფორმაცია არ ვრცელდება.