ამერიკის სენატის შემდეგ, „მაგნტისკის აქტს“ , კანადის პარლამენტიც მიიღებს.
სხდომა ხვალ 11 დეკემებერს არის ჩანიშნული.
კანადის პარლამენტში კანონპროექტი სახელწოდებით „სერგეი მაგნიტსკის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რუსეთში კორუფციის და დაუსჯელობის შესახებ აქტის განხილვა“, ჯერ კიდევ შარშან შევიდა.
„კანონპროექტი ითვალისწინებს რუსი ჩინოვნიკების იმ სიის განხილვას, რომლებიც იურისტ სერგეი მაგნიტსკის მკველელობის საქმეში არიან გარეულნი. კანონპროექტეის დამტკიცების შემთხვევაში, სიაში მოხვედრილ რუს ჩინოვნიკებს და მათი ოჯახის წევრებს, კანადის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ“,–აცხადებენ კანადის პარლამენტის წევრები.
შეგახსენებ, ამერიკის სენატმა „მაგნიტსკის აქტი“რამდენიმედღის წინ მიიღო.რუსეთმა ამ კანონპროექტს „აბსურდის თეატრი“ უწოდა და ამერიკას საპასუხო აქტით დაემუქრა.