17-21 დეკემბრის ჩათვლით, პლენარული სხდომები ყოველ დღე გაიმართება. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სხდომების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარების მიზეზი ბევრი მნიშვნელოვანი კანონპროექტის მიღებაა.
პარლამენტს წლის ბოლომდე „ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტის მიღება და 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება მოუწევს. რეგლამენტით კი, ბიუჯეტის დამტკიცება დეკემბრის მესამე პარასკევამდე უნდა მოხდეს. ანუ, საშემოდგომო სესიის დასრულებამდე.