თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეში მოწმეების გიორგი ქურდაძის, აკაკი ბართაიას და კახა აზარიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.
სასამართლო პროცესის გადადების გადაწყვეტილება, მოსამართლე ნინო ელიაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ორი მოწმის აკაკი ბართაიას და კახა აზარიაშვილის პროცესზე არ გამოცხადნენ.
ბრალდების მხარე პროკურორი მალხაზ კაპანაძე და დაცვის მხარე ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი სასამართლოს გადაწყეეტილებას დაეთანხმნენ.
მომდევნო სასამართლო პროცესი ხუთშაბათს 14:00 საათზე ჩაინიშნა.
მოსამართლემ ნინო ელიაშვილმა აღნიშნა, რომ თუ შემდეგ სასამართლო პროცესზე აღნიშნული მოწმეები არ გამოცხადებიან, მათ სახაზინო ადვოკატები დაენიშნებათ და სასამართლო პროცესი გაიმართება.
2012 წლის ნოემბრიდან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაიწყო ხელახალი გამოძიება და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყოფილი თანამდებობის პირთა საკითხი უკვე დადგა.
ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე I და II ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.