ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორს სტეფენ ჰაიკინს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგობიუროს ხელმძღვანელს დენიელ სტეინს შეხვდა.
შეხვედრას აშშ-ის საელჩოს პოლიტიკისა და ეკონომიკის ოფისის უფროსი ალან მელტზერიც დაესწრო.
მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობასა და USAID-თან 2010 წელს გაფორმებული „ტექნიკური დახმარების ხელშეკრულების“ შესახებ ისაუბრეს.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა აშშ-ის დელეგაციას სამინისტროს ენერგოპოლიტიკა გააცნო.
შეხვედრაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგო ბიუროს ხელმძღვანელმა დენიელ სტეინმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე, რეგიონის ენერგოუსაფრთხოების გაღრმავების კუთხით.
ასევე, ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და სამხრეთ-ენერგეტიკული პროექტების განვითარების მნიშვნელობას.