თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ზვიად კორძაძე ადასტურებს, რომ სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში, ბაჩო ახალაიასა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის ინციდენტი მოხდა.
როგორც ჟურნალისტებს კორძაძემ განუცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ „მოხდა სიტყვიერი შეხლა-შემოხლა“ თუმცა რამ გამოიწვია ეს, არ იცის.
„ვიცი, რომ რაღაც სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მოხდა, თუმცა რას მოჰყვა ეს, არ ვიცი. ირაკლი ოქრუაშვილთან ამ თემაზე და დეტალებზე არ მისაუბრია" - აღნიშნა ადვოკატმა.
ბაჩო ახალაია და ირაკლი ოქრუაშვილის საკნები სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში, ერთ სართულზე მდებარეობს.