საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ჩიხრაძე საქართველოში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სამხედრო ატაშეს ვიცე-პოლკოვნიკ პატრიკ მაკგის შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 15 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ატაშატმა კონკრეტული თანამშრომლობის გეგმაზე საუბარი დაიწყეს.
შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობა კვალიფიკაციის ასამაღლებლად აშშ-ში გაიგზავნება. ასევე, ამერიკული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტთან კონსულტაციების სახით გააგრძელოს