საქართველოში ბელგიის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა ლუკ ტრუიენმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საზეიმო ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს.
ბელგიის მხარემ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, თავისი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მინისტრმა ბელგიის სამეფოს ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.