შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა ლაფანყურის ინციდენტის გამოძიება იყო. ადგილობრივებმა ირაკლი ღარიბაშვილს მომხდარის შესახებ საკუთარი ვერსიები გააცნეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ აღნიშნული საქმის გამოძიება ობიექტურად წარიმართება და მას პირადად გააკონტროლებს.
მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ, მინისტრმა სოფლის მეჩეთი მოინახულა და იმამს საჩუქრად ყურანი და ხალიჩა გადასცა.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ეწვია სოფლის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონების მონახულებას მომავალი 2 კვირის განმავლობაში გააგრძელებს.