პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმოამდგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, არაფორმალური შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან სავარაუდოდ, შვეიცარიაში გაიმართება.
„მივესალმებით ბატონ სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას და ვადასტურებთ, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ჩემი არაფორმალური შეხვედრა რუსეთის მხარის წარმომადგენელთან. ევროპაში შეხვედრის ადგილი და დრო ზუსტდება. ასევე დადებითად აღვიქვით ბატონ ლავროვის კომენტარი იმის თაობაზე, რომ მოსკოვი მზად არის, აღდგეს საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ მზად ვართ, რუსეთის ფედერაციასთან სოლიდური და კონსტრუქციული დიალოგისათვის“, - განაცხადა აბაშიძემ.
აბაშუძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე თანახმაა, მოლაპარაკებებზე წინაპირობების გარეშე.
ამასთან, ელჩის აბაშიძის თქმით, რუსეთთან ურთიერთობების დალაგების პროცესი რთული და ხანგრძლივი იქნება და რეალური ხელშესახები შედეგები სწრაფად მოსალოდნელი არ არის.