exit-poll ების განცხადებით, 9 დეკემებერს გამართულ რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში რუმინეთის სოციალ-დემოკრატებმა მოიპოვეს გამარჯვება. რუმინეთის მსხვილი სოციოლოგიური ცენტრების კვლევების მიხედვით, სოციალ-ლიბერალებმა პრემიერმინისტრ ვიქტორ პონტას და სენატის თავმჯდომარის კრინ ანტონესკუს ხელმძღვანელობით, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, პარტიამ 54-57%-ის მოგროვება შეძლო, რაც მათ საშუალებას აძლევს,პარლამენტის ორივე პალატაში უმრავლესობით მოვიდნენ.
რუმინეთის მოქმედი პრეზიდენტის ტრიან ბესეკუს პარტიამ, „ მემარჯვენე რუმინეთმა“,მხოლოდ 18-19%-ის მოგროვება შეძლო,შოუმენ და ბიზნესმენ დანა დიაკონესკუს პარტიამ კი 10-13%-ი მიიღო.
კიდევ ერთი პარტია „რუმინეთის დემოკრატები“ შეიძლება აღმოჩნდეს პარლამენტში,ისინი ჯერჯერობით5%-იან ზღვარზე დგანან.
რუმინეთის მასმედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კრინ ანტონესკუმ უკვე მიულოცა გამარჯვება პონტას და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით, ქვეყანა წარმატებას მიაღწევს.