ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი წინადადებით გამოდის, რომ მასობრივი შეკრებების, მანიფესტაციებისა და აქციების დროს დაჯარიმებული მძღოლები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდნენ.
როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა განუცხადა, აქციების დროს, პოლიცია მძღოლებს პოლიტიკური ნიშნით მართვის მოწმობებს ართმევდა და აჯარიმებდა.
„არის მოსაზრება, რომ დაჯარიმებული და მართვის უფლება ჩამორთმეული მძღოლები ადმინისტრაციული სახდელებისაგან გათავისუფლდნენ. ამ მოსაზრების რეალიზაციას მხარს ვუჭერ. ამას პროცედურული მომენტები სჭირდება. თუ პარლამენტი ამ მოსაზრებას დაეთანხმება, შემდეგ ვნახავთ, რეგლამენტის გათვალისწინებით იქნება თუ არა შესაძლებელი, რომ ეს ინიციატივა „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფელბის შესახებ“ კანონპროექტში აისახოს, თუ არა და ამასთან დაკავშირებით ცალკე კანონი იქნება მისაღები“, - აცხადებს კანონმდებელი.
შეგახსენებთ, რომ შესაბამისი კოდექსის განხილვა პარლამენტში უკვე მიმდინარეობს, თუმცა, ეს წინადადება პროექტში აისახაბა თუ არა, ეს განხილვების დროს გადაწყდება.