ავღანეთში ამერიკელი სამხედრო მოკლეს

ავღანეთში ამერიკელი სამხედრო მოკლეს

 ავღანეთში სპეცოპერაციის ჩატარებისას ამერიკელი ჯარიკაცი დაიღუპა. ოპერაცია თალიბების მიერ ტყვედაყვანილი სამხედრო ექიმის გათავისუფლებას შეეხებოდა.

ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ექიმი ჯოზეფი საკმაოდ სახიფათო  მდგომარეობაში იმყოფებოდა და მისი გათავისუფლება აუცილებელი გახლდათ. ექიმი ჯოზეფი ტყვედ  ქაბულის მახლობლად  პროვინციაში იმყოფებოდა.

 ISAF–ის პროგრამის ფარგლებში  მონაწილე სამხედრო დანაყოფის მეთაურის ჯონ ალენის განცხადებით, ამ ოპერაციის ჩატარება სასწრაფო და აუცილებელი გახლდათ, რადგან ექიმი ჯოზეფი სიკვდილის პირას იმყოფებოდა.

„მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენმა და ავღანელმა ჯარისკაცებმა წარმატებით დაგეგმეს და ჩაატარეს  სპეცოპერაცია და სამხედრო ექიმის გათავისუფლება მოახდინეს“,-განაცხადა ალენმა.

 ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წუხილი გამოთქვა ჯარისკაცის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.

.