მაია ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მის პირველ გასვლით ვიზიტებს „ძალიან წამატებულად" აფასებს.
აშშ-ში ვიზიტი, ნატო-ს მინისტერიალი, ბრიუსელსა და დუბლინში გამართული შეხვედრები საქართველოში დაბრუნებულმა მაია ფაჯიკიძემ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა.
„საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, ეს იყო ძალიან წარმატებული ვიზიტი, რადგანაც ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი ამ მინისტერიალებზე, აშშ-ში და პირველი შესაძლებლობა, რომ გამეცნო ჩემი კოლეგები. საუბარი ძირითადად ყველგან შეეხებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, საშინაო გამოწვევებს და იმ გეგმებს, რომელიც ახალ მთავრობას აქვს იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები განამტკიცოს და საქართველო ევროპასთან და ნატო-სთან დაახლოვოს. ყველგან კოლგების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაფიქსირდა და გამოითქვა კმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველოს არ შეუცვლია საგარეო პოლიტიკური კურსი. ასევე, ყველას აინტერესებდა, თუ როგორი იქნება საქართველოს ახალი მიდგომა რუსეთის ფედერაციის მიმართ, რაზედაც მათ მიიღეს განმარტებები" - განაცხადა ფანჯიკიძემ.